მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოშტა და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი გაბრიელ ჟეზუში სკანდალის შუაგულში აღმოჩნდნენ.
The Sun-ის ინფორმაცით, პიროვნებამ, რომელმაც ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში "ბიბლია" იყიდა, წმინდა წიგნში ფეხბურთელების ინტიმური ფოტოები იპოვა. ფოტოებზე ჟეზუში და კოშტა უცნობ ქალთან ერთად არიან ასახულები.
ფოტოებზე ორივე მოთამაშე წელზევით შიშველია გამოსახული, საწოლზე წვანან, ხოლო ქალი შემოსილი გახლავთ. დიდი ალბათობით, ფოტოები ცალ-ცალკეა გადაღებული, რადგან ორივე ერთ კადრში არ ჩანს.
წყაროს ცნობით, "ბიბლია" მაღაზიაში ვიღაც ქალმა მიიტანა. მისი თქმით, მეგობარმა დიდი ბრიტანეთი დატოვა და ზოგ-ზოგიერთი მოგონებისაგან გათავისუფლება სურდა.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით