"ლიდსის" მენეჯერი მარსელო ბიელსა მკაცრი, უცნაური და კეთილი კაცია, ხოლო რა მწვრთნელიცაა, მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის.
საშობაოდ მას კლუბის თანამშრომლებს შორის ლატარიაში ავტომანქანა გაუთამაშებია. მასში მონაწილეობის მიღება ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელ პირებს არ შეეძლოთ, სხვა დანარჩენებს, დამლაგებლებიდან ექიმების ჩათვლით დამთავრებული, კი ბატონო. იმასაც ამბობენ, რომ ავტომობილი არა კლუბის, არამედ პირადად ბიელსას მიერ იყო ნაყიდი.