"წითელი ექსპრესი" "ენფილდზე" ერთერთმა აუტსაიდერმა დაამუხრუჭა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-15 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე ვერ შეძლო მე-19 ადგილზე მყოფი "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხება - 1:1.

გასულ ტურში "კრისტალ პალასის" ლონდონში განადგურების (7:0) შემდეგ, "ლივერპული" მანემ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა მატჩის დასასრულს საპასუხო გოლის გატანა და ქულის მოპოვება მოახერხეს.

"ლივერპული" 32 ქულით მაინც ლიდერია და 31 დეკემბერს გასვლაზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.

კლოპის გუნდი ჩემპიონატზე 67 საშინაო მატჩში დაუმარცხებელია, "ჩელსის" რეკორდამდე კი 19 შეხვედრა უკლია.

მანემ პრემიერლიგაში 69-ე გოლი გაიტანა, სუარესს დაეწია და კლუბის ისტორიაში მე-5 ბომბარდირია.

57-ე წუთზე საზარდულის ტრავმა მიიღო "წითლების"
მცველმა მატიპმა და შეცვალეს.

ლივერპული."ენფილდი"
ლივერპული - ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 1:0 მანე (12), 1:1 აჯაი (82)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული