რეშფორდის გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე - "მანჩესტერი" "ლივერპულს" მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-16 ტურში "მანჩესტერმა" 90+3-ე წუთზე მარკუს რეშფორდის მიერ გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ვულვერჰემპტონი".

რეშფორდმა ჩემპიონატზე კომპენსირებულ დროში გამარჯვების მომტანი მესამე გოლი გაიტანა, რაც კლუბის რეკორდია. 2009 წლის შემდეგ ეს "იუნაიტედისთვის" გამარჯვების მომტანი ყველაზე გვიანი გოლია.

"მანჩესტერი" 30 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩება და 2 იანვარს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.

ნამატჩევს "მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ კარგ გუნდს შეხვდნენ, ამიტომ საუკეთესოდ ვერ ითამაშეს, ხშირად გააქვთ გოლი მატჩის დასასრულს და მაღალი მიზნისათვის საბრძოლველად მზად არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული