"ტოტენჰემისა" და "ფულჰემის მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩი "ტოტენჰემსა" და ფულჰემს" შორის კორონავირუსის გამო გადაიდო და ჯერ უცნობია როდის გაიმართება.

"The Athletic"-ის ცნობით, ლონდონური გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ჯერაც არ იცის, ჩატარდება თუ არა შეხვედრა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული მიზეზის გამო პრემიერლიგაში შეიძლება ორკვირიანი შესვენება გამოცხადდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ ლონდონურ კლუბშია კორონა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული