სერხიო რამოსი ინგლისურ გრანდს სურს

AutoSharing Option
El Chiringuito-ს "ტვიტერის" გვერდის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაფორმებით ინგლისის ჩემპიონი "ლივერპულია" დაინტერესებული.

"წითლებს" დაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ - ვირჯილ ვან დეიკი და ჯოზეფ გომესი ტრავმირებულნი არიან და მათ პოზიციაზე თამაში ნახევარმცველებს უწევთ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ რამოსის საკუთარ გუნდში ხილვა პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას სურს. მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაპიტანი "რეალის" პრეზიდენტს ესაუბრა და უთხრა, რომ პსჟ ძლიერი კოლექტივის შექმნას და იქ ლიონელ მესის მიყვანას დაჰპირდა.

34 წლის სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" 2005 წლიდან
თამაშობს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მცველმა 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პერესი როგორც რამოსს გაუშვებს ეგრევე ჩამოეშლება გუნდი, "პრახადნოი დვორი" გახდება დაცვა
მამუკა
16:24 07-01-2021
0
რამოსი რეალში კიდევ დარჩება!
ლევან
15:45 07-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული