"რეალმა" სერხიო რამოსის შემცვლელი მოძებნა

AutoSharing Option
COPE-ის ცნობით, "რეალი" სერხიო რამოსის შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და ჯერ გაგრძელების თაობაზე მისთვის არ მიუმართავთ. კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სერხიოსთან ადრე ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ კი ისაუბრა, მაგრამ კონკრეტული არაფერი შეუთავაზებია. ეს კი გუნდის კაპიტანს სერიოზულად აღელვებს.

აღნიშნული გამოცემა და "მარკა" იტყობინებიან, რომ "ბლანკოსი" სერხიო რამოსის შემცვლელად "ვილიარეალის" 23 წლის ცენტრალურ მცველს, პაუ ტორესს განიხილავს და თავად ტორესსაც უნდა "რეალში" გადასვლა.

მან სერხიო რამოსთან ერთად ესპანეთის ნაკრებში ითამაშა და თავი კარგად წარმოაჩინა. ამას გარდა, ლა ლიგაზე ამ სეზონში
17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

პაუს კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 50 მილიონი ევროა, თუმცა "რეალს" "ვილიარეალის" ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და თანხის შემცირებას იმედოვნებს.

ტორესის სამსახურით აგრეთვე "არსენალი", "მანჩესტერი", "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რამოსის კი არა ვარანის შემცვლელი მოძებნეთ
მამუკა
00:10 05-01-2021
0
რეალის ტრადიციაა, რომ ყველა ლეგენდა უკმაყოფილო გაუშვას გუნდიდან, ვნახოთ რა იქნება რამოსის შემთხვევაში.DDD თუმცა მოგვიანებით ასწორებენ და ზოგს მწვრთნელად ასაქმებენ და ზოგს სხვადასხვა თანამდებობებზე.
6

სიახლეები პოპულარული