"ლივერპული" "ბარნლისთან" დამარცხდა - კლოპი ამბობს, რომ ამას მოხერხება უნდოდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლივერპული" "ენფილდზე" 0:1 დამარცხდა "ბარნლისთან". გოლი 83-ე წუთზე პენალტით ბარნსმა გაიტანა.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე იურგენ კლოპის გუნდის 68-მატჩიანი წაუგებელი სერია, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი, რაც უკანასკნელად 2000 წელს მოხდა.

"ლივერპულს" 34 ქულა აქვს, რაც 2015 წლის შემდეგ მისი უარესი შედეგია.

ნამატჩევს კლოპმა განაცხადა, რომ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, წარუმატებლობის ახსნა რთულია, "ბარნლისთან" წაგება ძნელი იყო, მაგრამ ესეც მოახერხეს.

"ლივერპული" მე-4 ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერს" 6 ქულით ჩამორჩება და 29 იანვარს ლონდონში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ დარჩა ერთი 30 წელი კიდე ლივერპული ჩემპიონობის გარეშე ვატყობ ))) ამ სეზონში სიტი არის ყველაზე სტაბილური რომელიც ჩემპიონი გახდება
ტოტტი
09:26 22-01-2021
5
აი ნათელი მაგალითი იმის რომ გუნდი დაცვიდან შენდება.ვირჯილის დამტვრევის მერე ვეღარ თამაშობს ლივერი ისე ლაღად,რადგან დაცვას მეტ ყურადღებას უთმობს და ამის ხარჯზე შეტევა მოიშალა.
master
12:29 22-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული