"ლივერპულის" რეგრესი გრძელდება - თასიდან "მანჩესტერმა" გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერმა" ინგლისის თასის მე-4 რაუნდში საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 3:2 დაამარცხა და 1/8-ფინალში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.

"მანჩესტერიდან" გოლები მეისონ გრინვუდმა, მარკუს რეშფორდმა და ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანეს, ხოლო "ლივერპულიდან" დუბლი მოჰამედ სალაჰმა შეასრულა.

კლოპის ხელმძღვანელობით "ლივერპული" არასოდეს არ გასულა ინგლისის თასის 1/8-ფინალში, ყველა ტურნირზე კი ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 28 იანვარს ლონდონში "ტოტენჰემს" შეხვდება.

"მანჩესტერის" მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის თქმით, წინა დღით ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა საჯარიმოების დარტყმებზე 25 წუთი ივარჯიშა და დარწმუნებული იყო, რომ გაიტანდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე გიწერიათ სათაურში თასიდან მანჩესტერმა გამოაგდოო თითქოს დაბალი დონის გუნდმა გამოაგდო სადღაც მეოთხე ლიგის ან წნორის ))))
Mose
01:07 25-01-2021
1
ასე მგონია,ძალებს იკრებენ და გაზაფხულზე,ჩემპიონთა ლიგა რომ განახლდება,მაშინ შევლენ ფორმაში.რეალიც ასეა ხოლმე,შემოდგომაზე ფორხილობდა ,მაგრამ ლიგისათვის ფორმაში შედიოდა და ყველას ამარცხებდა.ვან დეიკიც გამოჯანმრთელდება იმ დროისათვის და...
სოსო
14:22 25-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული