"ის მოედანზე არ უნდა იყოს, მისი ადგილი ცირკშია..." - დაპირისპირება რონალდოსა და ნისტელროის შორის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კრისტიანო რონალდოს დიდ პატივს სცემენ. რონალდომ 2009 წლამდე შემტევმა დიდი პატივისცემა მოიპოვა, თუმცა ახალგაზრდა ასაკში ნიდერლანდელ ვარსკვლავთან, რუდ ვან ნისტელროისთან მცირედი ინციდენტი მოუვიდა. 

"ეს ყველაფერი მყისიერად არ მომხდარა. ის წარმოუდგენლად ტექნიკური გახლდათ და ამიტომ გულშემატკივართა გასართობად ყველაფერს აკეთბდა. 

მას "ფინტების" გაკეთება უყვარდა. ის ვარჯიშზე ამ ყველაფერზე ვარჯიშობდა. ერთხელ ერთ ვარჯიშზე რონალდო სიღრმისკენ გაიქცა, ნისტელროი საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა პორტუგალიელმა "ფინტების" გაკეთება დაიწყო, რაზედაც ნიდერლანდელი გაგიჟ
და და ყვირილი დაიწყო. ის მოედანზე არ უნდა იყოს, მისი ადგილი ცირკშია და გამწარებული თავდამსხმელი სავარჯიშო ბაზიდან წავიდა. რონალდო გაკვირვებული იყურებოდა და ვერ ხვდებოდა რის გამო ესაუბრებოდა ასე. 

მაშინ რონალდო 18-19 წლის იქნებოდა. ამ დროს მსგავსი ინციდენტით ახალგაზრდა საკუთარი თავის ნდობას დაკარგავდა, მაგრამ რეალურად რონალდომ იცოდა, რომ რუდი მართალი იყო. ეს ყველაფერი კი მის ციფრებსა და სტატისტიკაზეც აისახებოდა." - განაცხადა რიო ფერდინანდმა BT Sport-სთან. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ჩამშვები" ნისტელროი, უნიჭიერესი რონალდო და ალკოჰოლის სუნი გასახდელში - კაპელომ მადრიდული პერიოდი გაიხსენა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული