"ტოტენჰემმა" 19 წლის ნახევარმცველი მაურისიო პოჩეტინიო-უმცროსი "უოტფორდს" მიჰყიდა. ის პსჟ-ის მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინიოს შვილია.
ტრანსფერის ფასი არ ხმაურდება. პოჩეტინიოს "ტოტენჰემის" პირველ გუნდში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელს წარმატებები უსურვა.
პოჩეტინიო ადრე "საუთჰემპტონსა" და "ტოტენჰემს" ედგა სათავეში და ორივეგან თავისი შვილი თავის გუნდში ჰყავდა.