
ინგლისის ჩემპიონლიგის ბინადარმა "უოტფორდმა" "ტოტენჰემიდან" 18-თვიანი იჯარით მაურისიო პოჩეტინო-უმცროსი დაიმატა.
19 წლის ნახევარმცველი პსჟ-ის ამჟამინდელი დამრიგებლის, მაურისიო პოჩეტინოს შვილია.
შეგახსენებთ, რომ "უოტფორდს" სათავეში ჩიკო მუნიოსი უდგას, რომელიც 1 თვის წინ ჯერ კიდევ თბილისის "დინამოს" თავკაცი გახლდათ.
"უოტფორდს" 26 ჩატარებული ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს მოგროვებული, ჩემპიონლიგაში მე-4 ადგილს იკავებს და პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძვის.