პრემიერლიგის 22-ე ტურში "ლივერპული" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ბრაიტონთან". გოლი 56-ე წუთზე ალსატემ გაიტანა.
"ბრაიტონმა" "ენფილდზე" ჩემპიონატზე 1982 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა.
მერსისაიდულმა გუნდმა სახლში უკანასკნელი 4 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 7 ქულით ჩამორჩება ("სიტის" თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და გვარდიოლას გუნდს 7 თებერვალს უმასპინძლებს.
ნამატჩევს "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო და ახლა მისთვის მთვარია გაიგოს, თუ რა დაემართა მის გუნდს.