"ლივერპულის" ზედიზედ მესამე მარცხი, ალისონის უხეში შეცდომა და კლოპის ჩამწარებული საიუბილეო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 24-ე ტურში "ლესტერმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "ლივერპული".

67-ე წუთზე სტუმრები სალაჰმა დააწინაურა. ის 17 გოლით (6 პენალტით) ტურნირის ბომბარდირია. თუმცა, შემდეგ მასპინძლებმა 7 წუთში სამი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

მორიგი უხეში შეცდომა დაუშვა "ლივერპულის" მეკარე ალისონმა, რითაც უმალ ისარგებლა ვარდიმ.

ეს "ლივერპულის" სათავეში კლოპის მე-300 მატჩი იყო, ხოლო "ლესტერის" მეკარე შმეიხელმა ჩემპიონატზე მიჯრით მეასედ დაიცვა თავისი გუნდის კარი.

"ლივერპულმა" 2014 წლის შემდეგ პირველად წააგო ჩემპიონატის ზედიზედ სამი მატჩი, 40 ქულით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა და 20 თებერვალს "ევერტონს" დაუპირისპირდება, იქამდე
კი 17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიპციგს" შეხვდება.

"ლესტერი" კი 46 ქულით მეორე ადგილზეა და 21 თებერვალს ბირმინგემში "ასტონ ვილას" ეთამაშება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლივერპულის რეგრესი სახეზეა.
გია
23:07 13-02-2021
0
მეკარეზე უფრო მცველის შეცდომა იყო,უნდა დაეთმო.
alex
19:31 13-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული