სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებლის ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა", რომელმაც ჩემპიონშიპის 29-ე ტურში სახლში 6:0 "ბრისტოლი" გაანადგურა.
ესპანელი სპეციალისტის გუნდი 51 ქულით მე-4 ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად "პრესტონს" დაუპირისპირდება.
გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ნამატჩევს ჩისკომ კლუბის საიტთან ვერ დამალა: "შესანიშნავი იყო, ასევე უნდა გავაგრძელოთ და გავიმეოროთ და გავიმეოროთ. მხოლოდ 3 ქულა მოვიპოვეთ. დიდი გამოწვევა გვაქვს. ყველანი სახლში ერთ ბოთლ ლუდს დავლევთ და 20 წუთის შემდეგ მორიგ შეხვედრაზე ფიქრს დავიწყებთ.
ბიჭებს ბრწყინვალე თამაშს ვულოცავ. მთავარია მოკრძლებულიბი ვიყოთ, სამი დღეში
მორიგი გამოცდა გველის და ყოველი მატჩის შემდეგ უკეთესები და უკეთესები უნდა გავხდეთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდება.
ცუდი მატჩებიც გვექნება, რამეთუ ფეხბურთში მსგავსი რამ ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ და ყოველდღიურად სრულყოფილებისაკენ სწრაფვა გამოვიჩინოთ".