კლოპი: ცუდი ამინდია, წვერი გამიჭაღარავდა, არ მძინავს, კარგად არ გამოვიყურები

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუნდს დატოვებს.

"მე შესვენება არ მჭირდება. მისმინეთ, ყველაზე მეტად პრესკონფერენციაზე პირად ცხოვრებაზე არ მინდა ვისაუბრო. ყველამ იცის, რომ ამ მხრივ უკანასკნელ ხანს მძიმე პერიოდი მაქვს. ეს სამი კვირა კი არა, გაცილებით დიდი ხანია ასეა.

ფეხბურთში 30 წელია ვარ, 20 წელია მწვრთნელი გახლავართ. შემიძლია საგნები განვაცალკევო და რაზეც არ მინდა, იმაზე ფიქრს თავი დავანებო. ჩემს სამუშაო ადგილზე ვარ, აქ ვარ.

რა თქმა უნდა, რაც გარშემო ხდება, ჩვენზე გავლენას ახდენს, მაგრამ ჩემზე არავინ არ
უნდა ინაღვლოს. შესაძლოა, მთლად კარგად არ გამოვიყურები, ცუდი ამინდია, წვერი სულ უფრო მიჭაღარავდება. დიახ, ცოტა მძინავს, მაგრამ ენერგიით სავსე ვარ. სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ამაში საინტერესო გამოწვევას ვხედავ", - ციტირებს კლოპს Sky Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდე ერთი დასტური იმისა რომ გენიოსები ცოტას აპიპინებენ
კახა
00:58 16-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული