"არისტოკრატების" ზედიზედ მე-4 გამარჯვება და დამსახურებული ოთხეული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "ნიუკასლს" უმასპინძლა და მარტივად, 2:0 დაამარცხა. 

ტომას ტუხელის შეგირდებმა ანგარიში მატჩის 31-ე წუთზე გახსნეს. აბრაჰამის ნაცვლად შემოსულმა ოლივიე ჟირუმ მასპინძლები დააწინაურა. "არისტოკრატებმა" ანგარიშში სხვაობა ორამდე ტიმო ვერნერის გოლის წყალობით გაზარდეს. გერმანელმა თავდამსხმელმა თავი 39-ე წუთზე გამოიჩინა. 

ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ "ჩელსი" პრემიერლიგის ოთხეულში გადავიდა. ლონდონელებს 24 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვთ. 

რაც შეეხება "ნიუკასლს", 25 ქულით გასავარდნი ზონის კიდესთან, მე-17 ადგილზე იმყოფება. 

"ჩელსი" მომდევნო მატჩს 20 თებერვალს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ნიუკასლი" 21
თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. 

alt"მანჩესტერმა" ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა [VIDEO]

alt"ჩელსის" ზედიზედ მე-3 გამარჯვება! "არისტოკრატები" ოთხეულთან ერთად ნაბიჯში... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული