"ჩელსის" ზედიზედ მე-3 გამარჯვება! "არისტოკრატები" ოთხეულთან ერთად ნაბიჯში... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 7 თებერვალს, "შეფილდ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 

თომას ტუხელმა "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელის რანგში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა. 

რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, "ჩელსიმ" ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, 43-ე წუთზე გახსნა, ტიმო ვერნერის გადაცემის შემდეგ მეისონ მაუნტმა ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა. 

მეორე ტაიმი ლონდონელებისთვის ცუდად დაიწყო, მატჩის 54-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა და მატჩში წონასწორობა აღადგინა. 

"არისტოკრატები" 58-ე წუთზე ჟორჟინიომ დააწინაურა. ნახევარმცველმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 

23 ტურის შემდეგ "ჩელსი" 39 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება და  მეოთხე ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "შეფილდს", მათ  ანგარიშზე 11 ქულაა და ბოლო, მე-20 ადგილს იკავებენ. 

ლონდონელები
მომდევნო მატჩს 16 თებერვალს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩაატარებენ. თავის მხრივ, "შეფილდი" 15 თებერვალს "ვესთ ჰემს" ესტუმრება. 


alt"მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" გაანადგურა და მიჯრით მე-14 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული