98 წლის შემდეგ პირველად - "ლივერპული" სახლში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 25-ე ტურში "ლივერპული" "ევერონთან" 0:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-3 წუთზე რიშარილსონმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი 83-ე წუთზე სიგურდსონმა პენალტით გაიტანა.

"ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 1923 წლის შემდეგ პირველად სახლში ზედიზედ 4 მატჩი წააგო - სახლში ბოლოს 2 თვის წინ მოიგო.

"ევერტონმა" 2010 წლის შემდეგ პირველად სძლია "ლივერპულს" - სერიამ 23 მატჩი შეადგინა.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატზე უკანასკნელი 11 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 6 წააგო, 40 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

"ევერტონი" ამდენივე ქულით მე-7
პოზიციაზეა და 2 მარტს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბარსას ჩასაფრებულო ბოღმებო! ერთი ორი სიტყვა შეგვაწიეთ ლივერპულის ჩავარდნაზე. მაინცდამაინც ბარსაზე და მესიზე, რომ "გაილექსებით" და აღარ ამთავრებთ, ისე ხართ ხოლმე შესული როლებში ვეღარც გრძნობთ, რომ გაჩერდეთ.
barsa
14:45 21-02-2021
0
კომეტარებს რატომ არ აქვეყნებთ. მაშინ ნუ აწერია, გააკეთეთ კომენტარი.
ლადო
16:41 21-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული