გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 25-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონში "არსენალი" მე-2 წუთზე რაჰიმ სტერლინგის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა.

"სიტიმ" "არსენალს" ჩემპიონატზე ზედიზედ მერვედ სძლია - საერთო ანგარიში 19:2.

"სიტიმ" სტუმრად მიჯრით მეთერთმეტედ იმარჯვა და თავის მიერვე 2017 წელს დამყარებული პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-18 გამარჯვება (მე-13 ჩემპიონატზე) იზეიმა, 59 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლესტერს" 10 ქულით უსწრებს და 27 თებერვალს "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე "სიტი" "გლადბახს" გასვლაზე შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვიდეო აქ რა შუაშია, სადაა აქ არსენალი?
მინდია
15:36 22-02-2021
0
Sagol gvardiola, dayara suyvela zirshi.
Milani
19:57 22-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული