"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მიუხედავად, ჩისკო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ჩისკო მუნიოსის "უოტფორდი" შეუჩერებელია - ჩემპიოშიპის 32-ე ტურში გასვლაზე 3:2 დაამარცხა "ბლექბერნი", ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ 60 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ნორვიჩს" 7 ქულით ჩამორჩება.

აი, რა განაცხადა მან ნამატჩევს: "მოვიგეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უკეთ თამაში შეგვიძლია, განსაკუთრებით, დაცვაში. წინ ბევრი მატჩია და ყოველი მათგანი უკეთ უნდა ჩავატაროთ.

მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ, შაბათს კი ისევ თამაში გვაქვს. გაგვიჭირდება, თუმცა კარგი გუნდი გვყავს და მე ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს", - ციტირებს ჩისკოს კლუბის საიტი.

27 თებერვალს "უოტფორდი" სტუმრად
"ბორნმუთს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იქ შემსრულებლები ყავს და საქმის პროფესიონალები,აქ კი ყველა პროფესორია.
თერჯოლა
26 თებერვალი 2021 12:53
0
აქ რა ჩემი შაშაკოლა დაგემართა სამარხვინოდ რომ წაგვაგებინე!
zaza
26 თებერვალი 2021 11:02
21
მისთვის მეორე თამაში იყო. ჩხეტიანის მიერ არეულ გუნდს ასე სწრაფად ვერ დაალაგებდა. ისე ადამიანს, რომელსაც ელემენტარული არ გაუკეთებია სასარგებლო ვერ მიხვდება რომ არეული გუნდის რამდენიმე თამაშში აწყობა შეუძლებელია. უოტფორდის საიტზე რომ აგინეს, ამით ჩისკოს არაფერი დააკლდება, უბრალოდ ჩვენ ქვეყანაზე შეექმნებათ ცუდი წარმოდგენა, სამწუხაროდ.
mmm
26 თებერვალი 2021 15:01
0
ქე შეგძლებია ბიჭო!
ქართველი
26 თებერვალი 2021 10:29
0
ყოჩაღ ჩისკო! "უოტფორდს" პრემიერლიგაში რომ გადაიყვანს მერე დავაფასებთ.
emigranti
26 თებერვალი 2021 02:53
0
მაალადეც ბიძია შენ
26 თებერვალი 2021 00:52
0

სიახლეები პოპულარული