"ლივერპული" კატასტროფულ ვარდნას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 27-ე ტურში "ლივერპული" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ფულჰემთან". გოლი 45-ე წუთზე ნახევარმცველმა მარიო ლამინამ გაიტანა.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, "ენფილდზე" ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა, 43 ქულით მე-7 ადგილზეა და 16 მარტს სტუმრად "ვულვერჰემპტონს" დაუპირისპირდება.

10 მარტს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ლაიპციგს" ბუდაპეშტში შეხვდება. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "წითლებმა" 2:0 მოიგეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
განმეორებითი მატჩიც ბუდაპეშტშია თუ ენფილდზე?
alex
10:36 08-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული