"მანჩესტერმა" გაიმარჯვა და "სიტის" 14 ქულით ჩამორჩება

AutoSharing Option
პრემიერლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერმა" "ოლდ ტრაფორდზე" 2:0 დაამარცხა "ბრაიტონი".

სტუმრები მე-13 წუთზე "იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა დენი უელბეკმა დააწინაურა. 62-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე მეისონ გრინვუდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"მანჩესტერი" ჩემპიონატის უკანასკნელ 10 მატჩში დაუმარცხებელია (5 მოგება და 5 ფრე), 60 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 14 ქულით ჩამორჩება და 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შემდეგ ტურში, 11 აპრილს, "მანჩესტერი" ლონდონში "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

30 წლის უელბეკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "მანიუ" დატოვა და შემდეგ ჩემპიონატზე 3 გოლი გაუტანა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
და ანგარიში 2:0 ხომ? ყოჩაღ მაგარია
0

სიახლეები პოპულარული