ჩისკოს "უოტფორდის" პრემიერლიგაში აღზევება გარდაუვალია

AutoSharing Option
ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა "უოტფორდმა" ჩემპიონშიპის 41-ე ტურში საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "რედინგი". დუბლი 23 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა ისმაილა სარიმ შეასრულა.

ამ გამარჯვებით "უოტფორდმა" სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრი განიმტკიცა, 82 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ბრენტფორდს 12 ქულით უსწრებს (რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 17 აპრილს სტუმრად "ლუთონს" შეხვდება.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე პრემიერლიგაში 2 საუკეთესო გუნდი გადადის და ძნელი წარმოსადგენია, ფინიშის სწორზე "უოტფორდმა" ასეთი ფორა გაანიავოს.

თავად ტურნირის გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულმა ესპანელმა
სპეციალისტმა შეგირდები შეაქო და თქვა, რომ ჯერ მხოლოდ მომავალ მატჩზე ფიქრობენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იცით ამ კაცის მთავარი კოზირი რა არის?! უბრალოდ ჯიგარია და არ ტიპობს ზოგიერთივით! არ ჭირდება ძალით როჟობა, იმიტომ რომ ისედაც იცის რომ მაგარია! ხოდა აქ რომ ვითომ რამეს წარმოადგენენ და ცხოვრებაში 0-ს ქვევით არიან აი იმათი დაჭიმული და კოპებ შეკრული სიფათები ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევენ!
2
რაც შარშან ჩისკო ლანძღეს დასცინეს ზოგიერთი პირად შეურაწყობაზეც გადავიდა სამწუხაროდ ის ხალხი ვის მიმართაც მეც ვიყავი სიმპატიებით განწყობილი სპეციალისტები ჟურნალისტები ყველამ ესროლა ქვა ჯერ მწვრთNელობა ისწავლოსო უზბეკეთიდან უთვლიდნენ ჩისკოს ჩისკო ვინააოო ჩისკოს დედაცოო რეები აღარ აკადრეს ამ კაცს თითქოს დინამოს პრობლემა მწვრთNელები იყოს 11 მწვრთნელი შეცვალეს 10 წელში ჩისკოს გარდა რა შუაშია დინამოს პრობლემებთან ჩისკოო ჩისკო კარგი მწვრთნელი რომ არის დამტკიცა თავის მუშაობით თან პლიუს ძალიან იღბლიანი ადამინიც ეროვნული ლიგიდან მოხვდა ჩემპიონშიპის ერთ ერთ წამყვან კლუბში მიიღო შანსი გაუმართლა და შემდეგ ეს შანსი კარგად გამოიყენა და მომავალ სეზონში თუ რაღაც სასწაული არ მოხდა პრემიერ ლიგაში იქნება სამწუხაროდ სხვა მწვრთნელებს ასე ძალიან არ უმართლებ მაგალითად სერგეი რებროვიც ძალიან კარგი მწვრთნელია და ლეონიდ სლუცკიც მაგრამ ერთი ფერენცვაროსშია მეორე რუბინში ყველას არ ეძლევა შანსი რომ პრემიერ ლიგის პრეტენდეტ კლუბში მიიღონ მუშაობის შანსი ვოტფორდი შარშან პრემიერ ლიგაში იყოო და ისედაც არ იყო სუსტი კლუბი წარმატებები ჩისკოს.
ზურა
14:23 10-04-2021
0

სიახლეები პოპულარული