ჯო კოულმა კარიერა გასაოცარ ლიგაში განაახლა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "ჩელსის" ყოფილ ნახევარმცველს, 39 წლის ჯო კოულს სახლში ყოფნა მობეზრდა და ფეხბურთელის კარიერა ინგლისის რანგით მეთერთმეტე დივიზიონის "ბოსტონში" განაახლა.

"ჰერფილდ იუნაიტედთან" მოგებულ მატჩში (2:1) მისი დაბრუნება შედგა და კომენტარიც გააკეთა.

"ფეხბურთის თამაში ყოველთვის მომწონდა. მოწვევისთვის "ბოსტონის" მადლობელი ვარ. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის გავალ მოედანზე. მომავალი თამაშისას ბუცები სახლში აღარ დამრჩება", - წერს კოული "ინსტაგრამზე".

ბოლოს კოული "ტამპა ბეი რაუდისში" თამაშობდა. ის აგრეთვე "ვესტ ჰემის", "ქოვენთრის", "ასტონ ვილას", "ლილისა" და "ლივერპულის" ღირსებას იცავდა.

მას ინგლისის ნაკრებში 56
მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული