პრემიერლიგის 32-ე ტურში "ლივერპული" სტუმრად ფრეს დასჯერდა "ლიდსთან" - 1:1.
მერსისაიდელები 31-ე წუთზე სადიო მანემ დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე დიეგო ლორენტემ საპასუხო გოლი გაიტანა.
მატჩის დაწყების წინ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ლოგოიანი მაისურებით გავიდნენ, რომლებზეც ეწერა: "დაიმსახურეთ. ფეხბურთი გულშემტკივრებისთვისაა".
"წითლების" ვეტერანმა ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა განაცხადა, რომ ფანები მართლები არიან, ამჟამინდელი სისტემა სამართლიანია, მაგრამ ფეხბურთელებს ხმის ამოღების უფლება არ აქვთ.
"ლიდსის" მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ კი შემდეგი ბრძანა: "თანამედროვე სამყაროს ლოგიკა - მდიდრები ღარიბების ხარჯზე კიდევ უფრო მდიდრდებიან. ეს ყველას რატომ უკვირს?"