პრემიერლიგის 33-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" ბირმინგემში "ასტონ ვილა" 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები მე-20 წამზე მაკგინმა დააწინაურა, 22-ე წუთზე ფოდენმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-40 წუთზე როდრიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
"სიტი" 77 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მანჩესტერს" 11 ქულით უსწრებს და 25 აპრილს "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.
გვარდიოლას გუნდს ჩემპიონატის მოსაგებად დარჩენილ 5 მატჩში 8 ქულის მოპოვება სჭირდება.