"არსენალის" მფლობელის, სტენ კრონკეს შვილმა ჯოშ კრონკემ ევროპის სუპერლიგის შესახებ ვიდეოკავშირით გულშემატკივრებთან ისაუბრა.
"საკუთარ თავს ვკითხეთ, რა არის უარესი: ევროპის სუპერლიგა თუ ევროპის სუპერლიგა "არსენალის" გარეშე? ფანების აზრითაც დავინტერესდით.
გლობალურ ქომაგს სურს "არსენალი" "ბარსელონას" რაც შეიძლება ხშირად ეთამაშოს. ინგლისელ გულშემატკივრებს უფრო მეტი დიდი მატჩების ნახვა უნდათ, მაგრამ თქვენ კვლავ სტოკის ცივი საღამოები გხიბლავთ. ჩვენ შევცდით", - ციტირებს ჯოშ კრონკეს ბრიტანული "ტელეგრაფი".