ვან გაალმა ტოპ 10 ფეხბურთელი დაასახელა, ვისი ყიდვაც უნდოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ტოპ 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ყიდვაც "წითელ ეშმაკებში" მუშაობის პერიოდში სურდა.

"ძალიან მინდოდა რობერტ ლევანდოვსკის გადმოყვანა, მაგრამ როცა ეს რთული ამოცანა აღმოჩნდა, გონსალო იგუაინზე გადავერთე. ხელმძღვანელობას ბევრს ვესაუბრებოდი ნეიმარის თაობაზე. როცა "იუნაიტედში" ხარ, შენ მაღალი მიზნები გამოძრავებს. ეს კი მაისურების გაყიდვის მხრივ საინტერესო ვარიანტი იყო, თან სწრაფი გარემარბები გვჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, სადიო მანესა და რიად მარეზის შეძენაც მსურდა.

ჩემს სიაში ტომას მიულერიც იყო, მოედნის ცენტრში კი ნგოლო კანტეს ხილვა მინდოდა. ჯეიმს მილნერის გაფორმებაც ვცადე, ის
უკვე დაღვინებული ფეხბურთელი იყო, მრავალფუნქციური და ლიდერული თვისებებით სავსე.

დაცვის გაძლიერება კი სერხიო რამოსითა და მატს ჰუმელსით მსურდა, რადგან დაცვის ხაზი შეტევის დაწყების მხრივ საუკეთესო ნამდვილად არ იყო. ეს მთავარი სატრანსფერო მიზნები იყო და ვერცერთს ვერ მივაღწიე. როგორც მწვრთნელი, მოლაპარაკებებში არ ჩავრეულვარ. ჩემი წასვლის შემდეგაც ვერ ჩაიგდო "მანჩესტერმა" ეს ფეხბურთელები ხელში, რაც ძალიან უცნაურად მეჩვენება", - თქვა ვან გაალმა.

მომზადებულია FourFourTwo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვის რაში ჭირდება კვარაცხელია.
kako
20:08 30-04-2021
0
შენ გენაცვალე, კვარაცხელიაც ხოარ გინდოდა?
ემზარი
17:38 29-04-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული