ვან გაალი: გეი ფეხბურთელები უფრო შემოქმედებითები არიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის", "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა დამრიგებელმა ლუი ვან გაალმა საფეხბურთო სამყაროში ჰომოსექსუალიზმის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ჩემი კარიერის მანძილზე არც ერთ ფეხბურთელს უთქვამს გეი ვარო. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ხშირად მიფიქრია, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი ჰომოსექსუალი იყო, მაგრამ, თუ თავად ადამიანი არ არის ამის საჯაროდ თქმისათვის მზად, მე მას ვერ დავაძალებ.

არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ კლუბში მოხდა, მე ამ მოთამაშეების დაცვა მინდა. მათი უმრავლესობა დაოჯახებულია და შვილებიც ჰყავს.

"ქამინგ აუთისთვის" დიდი სიმამაცე და ძალაა საჭიროა, რამეთუ საზოგადოების
უმრავლესობა ამ ორიენტაციას პრობლემად მიიჩნევს. თუმცა, ყოველთვის ჯობს ხმამაღლა განაცხადო იმის შესახებ, ვინც ხარ, შენ შენ უნდა დარჩე და არაფრად ჩააგდო რას იტყვიან.

შესაძლოა, უაზროდ ჟღერს, მაგრამ ყოველთვის ვამჩნევდი - გეი ფეხბურთელები უფრო შემოქმედებითები არიან. ასეთ მოთამაშეებს ფეხბურთში დიდი ფასი აქვთ".

მომზადებულია Gaykrant-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუ.., არც ხელის მოძრაობა, არც ქოჩორი, არც სათვალე....მაგრამ აი ტუჩები რაღაც, რაღაც უცნაურად აქვს მოქცეული....
შალვა
23:23 02-08-2020
1
საინტერესოა ევროებში გადაუხადეს თუ დოლარებში.
ხვიჩა
21:43 02-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული