"ლესტერმა" "ჩელსი" დაამარცხა და პირველად მოიპოვა ინგლისის თასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლესტერმა" 122-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად მოიპოვა ინგლისის თასი.

"მელიებმა" ბელგიის ნაკრების ნახევარმცველ იური ტილემანსის მიერ 63-ე წუთზე გატანილი ჩინებული გოლით ფინალში 1:0 დაამარცხეს "ჩელსი".

"ლესტერი" ადრე ხუთჯერ იყო გასული ფინალში (ბოლოს 52 წლის წინ) და ხუთივეჯერ მარცხი განიცადა, მეექვსე ცდა კი იღბლიანი გამოდგა.

"ჩელსი" თასის ფინალში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გასულ წელს "არსენალმა" 2:1 მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული