გვარდიოლა: ის ფეხბურთის საჩუქარი, უნიკალური და განსხვავებულია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ლიდს იუნაიტედის" დამრიგებელი მარსელო ბიელსას შესახებ ისაუბრა.

"ბიელსა უნიკალურია, ამის უარყოფა არავის შეუძლია. მისი ფეხბურთი უნიკალური და განუმეორებელია. მარსელოს გუნდების თამაშები მაყურებლებს ბედნიერებას და სინამდვილის განცდას აძლევს.

ბიელსა ფეხბურთის საჩუქარია,"- მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები Marca-ს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" "ლიდსთან" გამართულ შეხვედრაში ქულები ორივეჯერ დაკარგა, გასვლაზე "ქალაქელებმა" ფრედ (1:1) ითამაშეს, ხოლო სახლში კი დამარცხდნენ (1:2).

ბიელსას "ლიდსთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს უმთავრდება. მისი გაწვრთინელი კი 37 ტურის შემდეგ მოგროვებული 56 ქულით ინგლისის
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული