"ლივერპულის" მიჯრით მეხუთე გამარჯვება, ბრინჯაოს მედლები და ჩემპიონთა ლიგის საგზური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 მაისს, პრემიერლიგის უკანასკნელი ტური ჩატარდა და ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე გაირკვა.

მეხუთე ადგილზე მყოფი "ლესტერი" საკუთარ მოედანზე 2:4 დამარცხდა "ტოტენჰემთან" და სხვა მატჩების შედეგებს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

ლესტერი. "კინგ პოუერი"
ლესტერი - ტოტენჰემი" 2:4
გოლები: 1:0 ვარდი (18, პენ), 1:1 კეინი (41), 2:1 ვარდი (52, პენ), 2:2 შმეიხელი (76, საკ. კარში), 2:3 ბეილი (87), 2:4 ბეილი (90+6)

"ლივერპულმა" სახლში 2:0 მოუგო "კრისტალ პალასს", ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და მესამე ადგილზე გავიდა.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - კრისტალ პალასი 2:0
გოლები: 1:0 მანე
(36), 2:0 მანე (74)

"ჩელსი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ასტონ ვილასთან" და "ლესტერს" რომ არ წაეგო, ოთხეულს მიღმა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე აღმოჩნდებოდა.

ბირმინგემი. "ვილა პარკი"
ასტონ ვილა - ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 ტრაორე (43), 2:0 ელ გაზი (52, პენ), 2:1 ჩილუელი (70)
გაძევება: ასპილიკუეტა (89)

ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერი", "ლივერპული" და "ჩელსი" მიიღებენ მონაწილეობას. "ლესტერი" და "ვესტ ჰემი" ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ, "ტოტენჰემი" კი - კონფერენს ლიგაზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული