მერსისაიდში, რაფაელ ბენიტესის სახლთან ახლოს, უცნობებმა (ლოგიკური ეჭვით კი "ლივერპულის" ფანებმა) განათავსეს ბანერი.
"ვიცით, სადაც ცხოვრობ, ხელი არ მოაწერო", - წერია აღნიშნულ ბანერზე.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიტესი ახლოსაა "ვერტონში" დანიშვნასთან და კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში უნდა მოაწეროს.
2004-10 წლებში, როცა ბენიტესი "ლივერპულს" თავკაცობდა, ოჯახთან ერთად სწორედ იმ სახლში ცხოვრობდა, რომელთანაც ბანერი გამოჩნდა.
აღნიშნულ საქმეზე ლივერპულის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით