ბენიტესი "ევერტონის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
"ევერტონმა" მწვრთნელად რაფაელ ბენიტესის დანიშვნა გამოაცხადა.

61 წლის ესპანელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

რაფას დანიშვნის წინააღმდეგი გუნდის ფანები იყვნენ და მერსისაიდის საგრაფოში სახლის წინ საპროტესტო ბანერი გამოუფინეს. მათ არ სურდათ გუნდს სათავეში "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი ჩადგომოდა.

ბენიტესი უკანასკნელ 130 წელიწადში პირველი სპეციალისტია, რომელიც "ლივერპულსა" და "ევერტონში" მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული