"ჩელსი" ჰოლანის შესაძენად ვერნერის გაყიდვას ცდილობს

AutoSharing Option
"ჩელსიმ" შეიძლება მალე გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ტიმო ვერნერი გაყიდოს, - იტყობინება Sky Germany.

ლონდონურ კლუბს ვერნერის თავიდან მოშორება სურს, რათა "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინ ჰოლანის ტრანსფერი განახორციელოს. მისი კანდიდატურა უკვე შესთავაზეს რამდენიმე ტოპ-კლუბს.

ვერნერი "ჩელსიმ" გასული წლის ზაფხულში "ლაიპციგისგან" 53 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ კლუბში ყველა ტურნირზე 52 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ჰოლანის შესაძენად 175 მილიონი გამოჰყო და თუ მისი გადაბირება მოახერხა, ეს ფეხბურთის ისტორიაში მეორე
ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული