"არსენალი" პირველ ტურში დებიუტანტ "ბრენტფორდთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 აგვისტოს ინგლისში პრემიერ ლიგის მორიგი სეზონი დაიწყო, გახსნითი შეხვედრის ფუფუნება ახლად დაწინაურებულ "ბრენტფორდსა" და ლონდონის "არსენალს" ერგო.

თითქოს და შეხვედრაში "მეთოფეებს" უნდა გაემარჯვათ, მაგრამ ჩემპიონშიპიდან დაწინაურებულმა გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ინგლისური ფეხბურთის გრანდი 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა უპირატესობა 22-ე წუთზე სერგი კანოსის გოლით მოიპოვეს, მეორე გოლი კი კრისტიან ნორგარდმა 73-ე წუთზე გაიტანა.

"ბრენტფორდი" მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავს, "არსენალი" 22 აგვისტოს "ჩელსის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული