კლოპს სათვალე აღარ სჭირდება, რადგან "ლივერპულის" ახალი ხედვა აქვს

AutoSharing Option
იურგენ კლოპი თავისი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის, სათვალის გარეშეა.

"ნორვიჩთან" პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩისას გულშემტკივრებმა შეამჩნიეს, რომ კლოპს სათვალე აღარ ეკეთა. "დეილი მირორი" იტყობინება, რომ მან მხედველობის კორექცია გასული სეზონის დასრულებისთანავე მოახდინა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ჰერ იურგენს სათვალე მხოლოდ დაბალი განათებისას დასჭირდება.

გამოცემის მტკიცებით, კლოპს სათვალის გარეშე მიჩვევა თავიდან გაუჭირდება.

Sportall.Ge

კლოპს სათვალის ხმარება ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ დასჭირდა და მთელი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ეკეთა. გამარჯვების ზეიმისას მას სათვალე რამდენჯერმე გაუტყდა, თუმცა ყოველთვის თან ჰქონდა მეორე სათვალე.

სათვალეები კლოპმა საჩუქრად კლუბის
მუზეუმს გადასცა და გულშემტკივრები სოციალურ ქსელებში წერენ: "კლოპს სათვალე აღარ სჭირდება, რადგან "ლივერპულის" ახალი ხედვა აქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული