მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა

AutoSharing Option
რიად მაჰრეზის ყოფილმა შეყვარებულმა რიტა ჯოალმა მათი ურთიერთობის დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა დაასახელა.

წყვილი ერთმანეთს 2014 წელს შეხვდა, მალევე იქორწინეს, თუმცა 2018 წელს, როდესაც ფეხბურთელი "ლესტერიდან" "ქალაქელთა" რიგებში გადავიდა, უმალ დაშორდნენ.

"იქ გადასვლის შემდეგ ჩემი მეუღლე შეიცვალა" - ციტირებს რიტას სიტყვებს The Sun-ი.

"რიადს დიდება თავში აუვარდა. როდესაც მას პირველად შევხვდი, საერთოდ სხვანაირი იყო, ახლა კი სულ სხვა ადამიანია. ის წვეულებებს ატარებს და იქცევა ისე, როგორც საფეხბურთო სამყაროს კაშკაშა ვარსკვლავი. მე ის არ მძულს, უბრალოდ შოკირებული და გულნატკენი ვარ.

მოულოდნელად დამშორდა, მიზეზი კი ზეწოლა იყო, რომელსაც ის "მანჩესტერ სიტიში" თამაშისას იღებდა. ახლა ის მთელ თავისუფალ დროს მოგზაურობს და წვეულებებს მართავს, სულაც არ ადარდებს ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება...

ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა. ისინი მზრუნველები და ლოიალურები მათ მიმართ უნდა დარჩნენ, ვინც ვზრუნავთ, მიუხედავად იმისა, გადავლენ თუ არა დიდ კლუბში, რადგან როდესაც ისინი ამ ყველაფერს დაასრულებენ, ყველაზე დიდ სიმართლეს მაშინ გაიგებენ".

შეგახსენებთ, რიადი "ქალაქელთა" რიგებში 2018 წელს გადავიდა, 90 შეხვედრა გამართა და თავი 28 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული