დედამოტ**ლი ჩიტები 4000 მილს გადიან, თქვენგან მხოლოდ 38 მატჩსა და ლიგას ვითხოვ - ბატები პეპსა და ფერგიუსონს ძალიან უყვართ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "ერთად" (ფილმი მოგვითხრობს ბოლო სეზონის უკანასკნელ კვირებზე) ერთმა საინტერესო შთაგონებამ გაიელვა, საიდანაც გამოჩნდა, რომ პეპ გვარდიოლა აღფრთოვანებულია ბატებით, რომლებიც V ფორმაციით დაფრინავენ და ფეხბურთელებს მათ მაგალითზე ესაუბრება.

მწვრთნელის ორიენტოლოგიურ სისუსტეს თავი "მანჩესტერ სიტის" ანალიტიკოსმა ჰარი დანმა მოხადა. ერთხელ ვარჯიშს დრონით იღებდა. ერთ კადრში ფეხბურთელები ბატების ფორმაციაში იდგნენ. როცა პეპმა ჩანაწერი ნახა, დაიძახა: "შეხედე! ეს ბრწყინვალეა, ისინი ერთად, ერთი გუნდივით მოქმედებენ!"

Sportall.Ge

თუ მიგაჩნიათ, რომ დიდად საინტერესო ეპიზოდი არ გახლავთ, კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება გვარდიოლას პრესკონფერენციაზე "ტოტენჰემთან" გასამართი ინგლისის პრემიერლიგის პირველი მატჩის წინ. ჰარი კეინის შესახებ დასმული სავალდებულო კითხვის შემდეგ პეპს ჰკითხეს - დიახ, დიახ, ნამდვილად - ბატების შესახებ.

"ბატების ფორმაცია კარგი მიდგომაა. ყოველთვის ერთი არ მართავს ყველას. ზოგჯერ, შესაძლოა, ის, ვინც წინ იდგა, უკან აღმოჩნდეს. ეს სპორტის ინდივიდუალური სახეობა არაა, სეზონის მანძილზე ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი სასიცოცხლოდ გვჭირდება.

ყველას უკან კლუბი და გუნდი დგას", - თქვა გვარდიოლამ.

ცხადია, პეპი პირველი არაა, ვინც ფრინველებსა და ცხოველებში საინტერესო და სამაგალითო ქცევები შეამჩნია. ჯან პიერო გასპერინიმ "ატალანტას" გასახდელში მგლების დგომის ფოტო გამოკიდა (მოტივი იგივეა, რაც გვარდიოლას ჰქონდა). ეგეც რომ არა, ბატების შესახებ ინგლისურმა ფეხბურთმა უკვე იცოდა და მათზე მანჩესტერის სხვა უბანში საუბრობდნენ.

2016 წელს სერ ალექს ფერგიუსონი იხსენებდა, როგორ ეძებდა მოტივაციას "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისთვის:

"ახლო მეგობარი მყავდა, ვის ბიძაშვილსაც კანადაში ფერმა ჰქონდა. ის მომიყვა ბატების შესახებ, რომლებიც ზამთარში თბილ ქვეყნებში მიფრინავენ.

ჩემპიონობის შემდეგ სეზონის პირველი მატჩის წინ ფეხბურთელებს ბატებზე მოვუყევი. ისინი V ფორმაში არიან განლაგებული და ამ დგომის მონაწილე ყოველი ჩიტი მეორეს ეხმარება - ეს გუნდური შრომაა."

ბოლოს ფეხბურთელებს მოწოდება ელოდათ:

"ეს დედამო**ლი ჩიტები 4000 მილს მზის გამო გადიან, მე კი თქვენგან მხოლოდ 38 მატჩსა და ლიგის მოგებას ვითხოვ."

Sportall.Ge


როგორ არის ორგანიზებული ბატების გადაფრენა და რატომ მიიზიდა ასე გვარდიოლა მათმა დგომამ?



ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი პავენ კვარტალნოვი ამბობს:

"ბატების გუნდი ფრენისას V ფორმას იღებს. სათავეში მყოფი ჩიტი ჰაერის მორევს ქმნის, რომელიც უკან მყოფი ფრინველებისთვის გამწევ ძალას წარმოადგენს. ისინი უფრო ნაკლებ ძალას ხარჯავენ, ვიდრე ცალ-ცალკე ფრენის შემთხვევაში დასჭირდებოდათ. ბატები ინარჩუნებენ კარგ ხედვას, რადგან ოდნავ გვერდულად მიფრინავენ. პირველს ყველაზე მეტი შრომა უწევს, თუმცა ლიდერი გამუდმებით იცვლება. აქვე, ითვლება, რომ ფრინველებს არ ახასიათებთ ამ დგომში ყოფნისას ტყუილი, რომელიც საკუთარი სამუშაოს გამარტივებისკენ იქნებოდა მიმართული.

ამასთანავე, ლოგიკურია, რომ გრძელი გადაფრენებისას ახალგაზრდა ჩიტი ლიდერი ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მან არ იცის, საით უნდა გაფრინდეს: გზა გამოცდილმა ბატებმა უნდა ასწავლონ.

Sportall.Ge

არის ერთი რამ, რაც მოკრძალებულად მიიჩქმალება ხოლმე - ეს ამგვარ დგომებში არსებული ნათლიმამობაა. ბატებისთვის ყველა ერთი და იგივე არაა, ისინი უპირატესობას ახლო ნათესავებს ანიჭებენ და ცნობენ არა მხოლოდ გამრავლების პროცესში პარტნიორებს და ახალგამოჩეკილ ჩიტებს, არამედ ზრდასრულ შთამომავლებსა და ნათესავებს. V ფორმაციით ფრენის დროს ბატები წყვილებში არიან ხოლმე. სწორედ ამ წყვილებში პარტნიორები ენაცვლებიან ხოლმე ერთმანეთს. სწორედ ასეთი წყვილებისაგან შედგება დიდი დგომები, თუმცა საკითხი ბოლომდე შესწავლილი მაინც არ არის.

საინტერესოა ის, რომ ასეთი წყვილური ერთობლივი მოქმედება სხვა ფრინველებისთვისაც არის დამახასიათებელი, რომლებსაც დგომის განსხვავებული ფორმაცია აქვთ. მაგალითად, ჭკებს. მიჯნურის გვერდით მფრინავები ერთმანეთს აზღვევენ და ფრენას უიოლობენ, თუმცა მთელი დგომი ძალიან არაორგანიზებულად გამოიყურება. გარკვეული აზრი ამაშიც დევს: გუნდად მფრენ ჩიტებს მტაცებელი თავს ადვილად ვერ დაესხმება. რაც უფრო მჭიდროა დგომი, მით მაღალია დაცვის დონე და მით უფრო რთულია ფრინველთა მოქმედების განსაზღვრა დგომში. ის ერთიან, დიდ სუპერორგანიზმად წარმოგვიდგება.

შემოდგომაზე შეიძლება თვალი მივადევნოთ შოშიების დგომს, როცა ასეულობით ჩიტი ერთად მიფრინავს. თავდასხმის დროს დგომი მჭიდროვდება და ისეთ ფორმას იღებს, რომ მტაცებელს მსხვერპლთან მიახლოება უჭირს. თუ მაინც მოახერხა და კლანჭი ერთ-ერთ შოშიას მაინც გამოსდო, გუნდი წამიერად ეშვება ძირს და მთელი დგომი თითქოს ძირს ეცემა, ამის შედეგად კი მტაცებელი პოტენციურ მსხვერპლს თვალთახედვის არიდან კარგავს და ვერც სხვის კლანჭებში ჩაგდებას ახერხებს.

Sportall.Ge

აღსანიშნავია ისიც, რომ მტაცებელი ფრინველებიც მიმართავენ ხოლმე ეშმაკობას და ზოგჯერ ორი ერთად ესხმის თავს შოშიებს და მეორე მსხვერპლის დამცველი შოშიას დაჭერას ცდილობს, თუმცა მტაცებელ ჩიტებს ერთად მოქმედება ნაკლებად ახასიათებთ და მათი კოოპერაცია იშვიათად გრძელდება დიდხანს. ეს კი ხელს შოშიებს აძლევთ.

ჩემი აზრით, ბატების დგომას თუ ადამიანთა სამუშაოს მივუსადაგებთ, განსაკუთრებით კი, ფეხბურთის გუნდს - ეს მხოლოდ ლამაზი, კარგად დასამახსოვრებელი ანალოგიაა და მეტი არაფერი. ფეხბურთელებისაგან განსხვავებით, დგომში ბატებს ერთი და იგივე როლი აქვთ. მოწინააღმდეგის თვისებების გათვალისწინებით, ფეხბურთელთა მოქმედებები მხოლოდ ბატებისას არ უნდა ჰგავდეს, ხან ისეთი უნდა იყოს, როგორც შოშიებისაა, ზოგჯერ კი ჭკების. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მათი მოქმედება უნიკალური იქნება, რომელიც ადამიანს შეეფერება და არა ფრინველებს."

წყარო: sports
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეც მე ვარ?
ფეხბურთელებს სულ ბატები უძახა, ჩვენ კი, ბატებს ვეძახით ფეხბურთელებს და რა ხეირია როო???
კ ო მ ბ ლ ე
22:23 31-08-2021
0
ჩვენს ფეხბურთელებს კი არ უჭირთ ბატებივით მოქმედება....
გაგა
22:05 31-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული