კლოპი გაბრაზებულია: ფულის გარდა სხვა რამეზე როდის იფიქრებენ?

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მუნდიალის ყოველ 2 წელში ჩატარების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"მსოფლიოში სპორტის არცერთი სახეობა არ არის ისე დაუნდობლად დატვირთული, როგორც ფეხბურთია. არსებობს სპორტის უფრო რთული სახოებები, მაგალითად, სპორტული ტანვარჯიში, მარათონები, მაგრამ ისინიც წელიწადში 20-30-40-ჯერ დარბიან.

ჩვენ კი ყველამ ვიცით, რატომ ხდება ფეხბურთში ასე. ხალხმა სხვადასხვა ქვეყნის ბედ-იღბალზე საუბრით თავი რომ არ შეიწუხოს, პირდაპირ ვთქვათ - ყველაფერს ფულის გამო აკეთებენ.

ეს ნორმალურია. თუმცა, გარკვეულ მომენტში უნდა გავიგოთ, რომ ფეხბურთელების, ამ ბრწყინვალე თამაშის უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტების გარეშე, მატჩებს ვერ
გავმართავთ. მოთამაშეებზე უფრო მნიშვნელოვანი არავინაა.

ბოლო წლებში, შეხვედრების რიცხვის გასაზრდელად ყველაფერს აკეთებდნენ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უსამართლოა.

უნდა დადგეს მომენტი, როცა ფედერაციები ერთად დასხდებიან და საკუთარი მოგებების გარდა თამაშის შესახებაც დაიწყებენ ფიქრს.

მე უკვე 54 წლის წლის ვარ და არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ დღემდე მივაღწევ, როცა ეს მოხდება,"- განაცხადა კლოპმა.


მომზადებულია BBC Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ადრე ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი,ყოველ 4 წელიწადში გამოვლინდებოდა,შუალედებში კი პრეტენდენტის გამოსავლენი ტურნირები იმართებოდა.მსოფლიოს ჩემპიონის სახელი ყველამ იცოდა და საჩემპიონო მატჩსაც დიდი დაინტერესება ჰქონდა.მერე შეამცირეს შუალედები,შემოიღეს სწრაფი ჭადრაკი,ელვისებური ჭადრაკი და დღეს,ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის სახელი,თითქმის არავის ახსოვს.კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებიან.შესაბამისად, ჭადრაკმაც დაკარგა პოპულარობა.ფეხხბურთშიც ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარება,დაბლა დასცემს ჩემპიონატის დონეს და ჩემპიონის ავტორიტეტს.
სოსო
11:10 11-09-2021
1
ვეთანხმები კლოპს.
Soccer
23:07 10-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული