"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის ბინადარმა "უოტფორდმა" იუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი დაკავებული თანამდეობიდან გაათავისუფლა.

კლუბმა გავრცელებულ წერილში გასული სეზონის მიღწევისთვის ესპანელს მადლობა გადაუხადა და შემდგომში წარმატებები უსურვა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ჩისკო ბოლოდროინდელ უარყოფით შედეგებს შეეწირა, გუნდის საბჭომ კი მისი წასვლის საჭიროება დაინახა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "უოტფორდი" გუშინ გასვლაზე "ლიდსთან" 0:1 დამარცხდა, რაც ესპანელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ჩისკო "უოტფორდის" მწვრთნელი გასული წლის დეკემბერში გახდა, იქამდე კი მოგეხსენებათ თბილისის "დინამოს" ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩისკო არა მისკო მაგას როგორც მწვრთნელი ვაისი ბევრად ჯობია.
3
დებილებიიიიიიი @@
ზურა222
22:52 03-10-2021
1

სიახლეები პოპულარული