სალაჰის მეგაგოლი! "ენფილდზე" გრანდებმა ბრწყინვალე თამაში ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა "ენფილდზე" ადგილობრივ "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ორივე გუნდი საგრძნობლად გააქტიურდა. ანგარიში მერსისაიდელებმა 59-ე წუთზე გახსნეს. თავი სადიო მანემ გამოიჩინა.

69-ე წუთზე ფილ ფოდენმა წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი კევინ დე ბრუინმა 81-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 7 ტურის თავზე "ლივერპულს" 15 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს. "ქალაქელები" 14 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

"წითლები" მომდევნო
შეხვედრას 16 ოქტომბერს "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართავს. "სიტი" იმავე რიცხვში "ბარნლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
და რატომ არცერთმა არხმა არ აჩვენა ეს თამაში?!
alexandre
14:08 04-10-2021
1
სალაჰი ლევანდოვსკი და ჰალანდი დღეის მდგომარეობით მსოფლიო ფეხბურთის მამები.
რომა
11:53 04-10-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული