"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა გამოჩნდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჩრდილოელების გაწვრთნის ყველაზე დიდი შანსი "ინტერიდან" წამოსულ ანტონიო კონტეს აქვს, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს. წყაროს ცნობით, დიდი შანსია კონტე გამოწვევას დათანხმდეს, რადგან ამბიციური პროექტები ყოველთვის იზიდავდა.

ტელევიზიასთან არსებული კონტრაქტის გამო კონტე სეზონის ბოლომდე გუნდს ვერ ჩაიბარებს, მის გარდა კი ნიუკასლელები სტივენ ჯერარდისა და ფრენკ ლამპარდის კანდიდატურასაც განიხილავენ.

"ნიუკასლ იუნაიტედს" პრემიერლიგის განვლილი 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს
იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტივ ბრიუსი სამივეს ჯობია-არასდროს მდიდარ კლუბში არ უმუშავია და 3 წელია ალმირონი-სენ მაქსიმენით ათრევს გუნდს.ფაქტიურად ამ ორის გარდა ნიუკასლიდან ყველა გასაშვებია
Levani
19:02 08-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული