"მანჩესტერ იუნაიტედის" 36 წლის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში შესაძლო კარიერის დამთავრებაზე კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ თუ არა პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლას? არა, ამას რატომ უნდა ვფიქრობდე, ჯერ ეს დრო არ დამდგარა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რა სურს ხალხს, მთავარია მე რა მინდა, მხოლოდ მე ვიცი თუ როდის აღარ შემეძლება სირბილი, გოლების გატარა და როდის დამაკლდება ძალა... თუმცა ახლა ეს პრობლემა არ მაწუხებს, მე ისევ მოტივირებული ვარ და წინსვლას განვაგრძობ.
მოტივაცია ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, შენ შენი საქმე სრულყოფილად უნდა შეასრულო და
გარშემომყოფებს დიდი ბედნიერება მიანიჭო - ოჯახს, მეგობრებსა და საკუთარ თავს, მინდა, რომ ეს ყველაფერი დიდხანს გავაკეთო.
თქვენ პორტუგალიის ნაკრებზე საუბრობთ, მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი, მოგება და ასისტი მაქვს, აქედან გამომდინარე მე წინსვლას განვაგრძობ, მომწონს ფეხბურთის თამაში, მიყვარს, როდესაც ხალხს ვახარებ" - ციტირებს კრიშტიანოს სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრას ხვალ, 24 ოქტომბერს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით