კონტე თუ ისევ სოლსკიაერი - "წითლებში" გადაწყვეტილება მიიღეს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ანტონიო კონტე გამხდარიყო და იტალიელმა ინგლისურ კლუბს თანხმობა უკვე განუცხადა.

თუმცა, Sky Sports-ის ინფორმაციით, მსგავსი კონტაქტი არ შემდგარა და "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი კვლავ სოლსკიაერი იქნება.

კლუბში მიაჩნიათ, რომ "ლივერპულთან" განადგურების (0:5) შემდეგ და ბოლოდროინდელი იმედგაცრუებების ფონზე, მთავარი ყურადღება სიტუაციის გაუმჯობესებას უნდა დაუთმონ.

ცუდი შედეგების მიუხედავად, "იუნაიტედის" შიგნით ხმები არც კი დადის 48 წლის ნორვეგიელის გათავისუფლების შესახებ.

სანაკრებო პაუზამდე "მანჩესტერ იუნაიტედს" 3 რთული მატჩი ელის - "ტოტენჰემთან", "ატალანტასა" და
"მანჩესტერ სიტისთან".


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული