ლონდონის "ტოტენჰემმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში არადამაჯერებელი შედეგების შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი ნუნუ ესპირიტო სანტო და მისი სამწვრთნელო შტაბი თანამდებობიდან გადააყენა.
როგორც telegraf-ი წერს, "დეზების" თავკაცობის ყველაზე რეალური კანდიდატი ანტონიო კონტეა და ეს ამბავი მალე გაოფიციალურდება.
52 წლის იტალიელი ბოლოს "ინტერში" მუშაობდა, სადაც სკუდეტო მოიპოვა, პრემიერლიგაში კი ლონდონის "ჩელსი" გააჩემპიონა. უკანასკნელ პერიოდში მას "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებდნენ.
ინგლისის ჩემპიონატში "ტოტენჰემი" 15 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. გუნდი 4 ნოემბერს კონფერენს ლიგაზე "ვიტესს" დაუპირისპირდება, 7-ში კი პრემიერლიგის ეგიდით - "ევერტონს".
14:54 01-11-2021
კონტე პრემიერლიგაში ბრუნდება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩემპ ლიგის მოგების პრეტენზია, რომ ექნება ისეთი გუნდი მინდაო და ტოტენჰემზე ჩამოლაბორანტდა?DDD აუვარდა რა თავში მაგასაც.
2
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული