კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

AutoSharing Option
ანტონიო კონტე უახლოეს სააათებში "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარ მწვრთნელად გამოცხადდება.

იტალიელი კი გუნდის გაძლიერებას მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავს.

"სპურსის" სატრანსფერო სამიზნეებიდან ცენტრალური "ფიორენტინას" სერბი ფორვარდი დუშან ვლახოვიჩი იქნება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფლორენციელები თავდამსხმელს 60 მილიონ ევროდ გაუშვებენ.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ვლახოვიჩის საკუთარ რიგებში ხილვა "იუვენტუსსა" და სხვა გრანდებს სურთ.

სერბის გარდა, კონტეს "ჰოთსპურში" "მილანის" ნახევარმცველ ფრანკ კესის, "ინტერის" მცველ სტეფან დე ვრეისა და "ლაციოს" უკანახაზელ მანუელ ლაძარის მიყვანა სურს.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
დუშან ვლახოვიჩია ფიორენტინას ფორვარდი, დუშან ლაიოვიჩი ჩოგბურთელია სპორტი შეგეშალა მგონი :) dusan vlahovic ,
Dato-ს
19:33 02-11-2021
1
ვლახოვიჩი ვინააა გაფიცებთ? ლაიოვიჩი არის ეგ
dato
17:40 02-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული