ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, 60 წლის გარი ლინეკერმა "სანთან" აღიარა, რომ ასაკის მატებასთან ერთად სექსისადმი ინტერესი დაკარგა:
"უკანასკნელად ქალთან პაემანზე რამდენიმე თვის წინ წავედი. დროდადრო ვიღაცასთან შეხვედრას ვახერხებ, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი გართულდა. თუმცა არც იქამდე მიადვილდებოდა.
ხანდახან პაემანზე მივდივარ, შემდეგ კი ვხვდები, რომ ამის ინტერესი არ მაქვს. არავის მოტყუების სურვილი არ მაქვს. ეს ეგოისტურად ჟღერს, თუმცა საკუთარ თავთან ერთად მართლაც ბედნიერი ვარ.
მყავს მეგობრები, ბავშვები, მიყვარს კერძების მომზადება და უბრალოდ არ მაქვს ვინმესთან ერთად დაძინების სურვილი. როდესაც ასაკით ცოტა
უფროსი ხდები, ეს სურვილი მინავლებას იწყებს, ტესტოსტერონის დონე კლებულობს. ეს უბრალოდ არც ისე მნიშვნელოვანია.
მე მიყვარს ფლირტაობა, პაემანზე სიარული, კოცნა და ვინმესთვის კერძის მომზადება - სულ ესაა, რაც მინდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ასექსუალური ვარ. რამდენი წლისაც უნდა იყო, შენთვის ლამაზი ქალი ლამაზ ქალად რჩება, მაგრამ მე განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს".