ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრაული შეხვედრა "ენფილდზე", ადგილობრივ "ლივერპულსა" და "არსენალს" შორის გაიმართა.
მერსისაიდელებმა "მეთოფეები" გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს და წაუგებელი სერია შეუწყვიტეს.
პირველ ნახევარში ანგარიში სადიო მანემ, 39-ე წუთზე გახსნა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს, თავი დიეგო ჟოტამ (52), მოჰამედ სალაჰმა (73) და ტაკუმი მინამინომ (77) გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის 31-ე წუთზე ერთმანეთს იურგენ კლოპი და მიკელ არტეტა დაუპირისპირდნენ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კი ორივე მწვრთნელი გააფრთხილა.
ამრიგად, 12 ტურის შემდეგ "ლივერპული" 25 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს.
"არსენალი" 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს იმავე 27 ნოემბერს, "ნიუკასლის" პირისპირ ჩაატარებს.